საპროტესტო ხსნარს გვერდითი ეფექტები არ გააჩნია - “სირცხვილია“ პარლამენტში გაშვებულ სუნზე

საპროტესტო ხსნარს გვერდითი ეფექტები არ გააჩნია - “სირცხვილია“ პარლამენტში გაშვებულ სუნზე

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ პარლამენტში გაშვებული ნივთიერებას არ აქვს ადამიანზე უარყოფითი გავლენა.

"საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში", - აცხადებენ მოძრაობაში.

პარლამენტში დღეს, 12 დეკემბერს, ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

სოციალისტი ე.ი. ეს "უსირცხვილოები" აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოყენებულმა მომწამლავმა ნივთიერებამ ამჯერად შედეგი ვერ გამოიღო?! საინტერესოა შემდეგი შეტევისას რომელ ნივთიერებას გამოიყენებენ??!!
5 წლის უკან
სოციალისტი უკრაინიდან არის შემოტანილი!
5 წლის უკან
amo ეს რომ ქვეყანა იყოს დიღმელაშვილი დასაჭერია, გაბლავავატებული თავხედი, ხელისუფლებაში რომ მოვა მერე მოგენატრებათ სააკაშვილი.
5 წლის უკან