“ქართული ოცნების” დეპუტატი დაჩი ბერაია და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაჩი ბერაიამ რომან გოცირიძეს ფეხი ჩაარტყა. ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.
როგორც დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომან გოცირიძემ მას შეაგინა, რის შემდეგაც ემოციების გაკონტრელბა გაუჭირდა.
“რომან გოცირიძე არის მატყუარა, უზრდელი ადამიანი” – აღნიშნა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე შეაგაინა თუ არა გოცირიძემ მას, ბერაია პასუხობს: – ხო, უბრალოდ ვერ გავიმეორებ. მე მას მივუთითე, რომ სირცხვილია რასაც ის აკეთებს. ამის შემდეგ მე მისგან შეურაცხყოფა მივიღე. მამაჩემის ტოლა ხარ და წესიერად მოიქეცი-მეთქი, არ გაიგონა ეს ნათქვამი და რის შემდეგაც, ჩემი რეაქცია, ვფიქრობ, ბუნებრივი და ადეკვატური იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო.” – განუცხადა დაჩი ბერაიამ ჟურნალისტებს.