"ივნისში ვნახეთ ძალადობრივი შეტევა, ახლა არის უკვე ქიმიური შეტევა პარლამენტზე", - ასე ეხმაურე პარლმენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლემენტში გამოცხადებულ ევაკუაციას.
„ივნისში ვნახეთ ძალადობრივი შეტევა, ახლა არის უკვე ქიმიური შეტევა პარლამენტზე, მოიწამლნენ ადამიანები. აუცილებლად გაირკვევა რა ნივთიერება იყო გამოყენებული. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა მომხდარზე, ესეც ძალიან უცნაური იყო და უნდა მოჰყვეს შესაფერისი შედეგი.
პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას. პარლამენტის მუშაობას ვერავინ დაბლოკავს და ნებისმიერ შემთხვევაზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყო პარლამენტის მუშაობის ხელის შესაშლელად, იქნება შესაფერისი ზომები გამოყენებული. იმუშავეთ მშვიდად და თავს გაუფრხილდით", - ამბობს თალაკვაძე.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტის სხდომათა დარბრაზში ევაკუაცია გამოცხადდა.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა. კობახიძეს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებზე, ირმა ნადირაშვილსა და ლელა ქებურიაზე.