“საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, რამე თუ შეიძლება მოიგონოს ადამიანის გონებამ. ნაც.მოძრაობა” თავისი სატელიტი პარტიებით, მოძრაობებით დღეს დამთავრდა. ბოდიში ყველასთან, ასეთი ბანძი მოქმედებით, ასეთი გოიმური მოქმედებებით” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში უსაფრთხოების მიზნიდან გამომდიანრე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერება დაახსეს.
“ორი ოპოზიციის დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, რაღაც ნივთიერება შემოიტანა და დაასხა. ხვდებით მიზანი რა არის, აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება ამას. ალბათ სასურველია, რომ 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შესვენება გამოაცხადა.
პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას მოძრაობა “სირცხვილია” იღებს – აღნიშნულ განცხადება მოძრაობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“სისტემა ყარს” – აღნიშნულია განცხადებაში.