პარლამენტის სხდომათა დარბაზში პოლიცია მივიდა. პარლამენტში იმყოფებიან შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. აღნიშნული სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას უკავშირდება.
სასესიო დარბაზში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, თუმცა, რასთან დაკავშირებით შევიდა სასესიო დარბაზში მან მედიის კითხვებს არ უპასუხა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მათი თანამშრომლები შენობაში ისედაც იმყოფებოდნენ.