მრავალათასიანი აქციების მიუხედავად საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

მრავალათასიანი აქციების მიუხედავად საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

საყოველთაო გაფიცვების მიუხედავად, საფრანგეთის პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62 წლიდან 64 წლამდე აწია. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

საფრანგეთში 5 დეკემბერს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. აქციები პროფკავშირების მიერ არის ორგანიზებული და 70-მდე ქალაქში იმართება, ჯამში კი 500-დან 800 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.