სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და საკანონმდებლო ორგანოსთან ნაძვის ხე დადგეს.
მოძრაობის წევრებმა ნაძვის ხეზე სათამაშოების ნაცვლად უზენაესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები დაკიდეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, სწორედ ასე გამოხატეს პროტესტი პარლამენტში მიმდინარე პროცესების მიმართ.