შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე ოდიოზურ მოსამართლეებს განამწესებს.
“ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს იმ მოსამართლეებს, რომლებიც ყველაფერზე აწერენ ხელს. ეს იქნება მორიგი ნაბიჯი საკუთარი თავის წინააღმდეგ გადადგმული. “ქართულ ოცნებას“ სხვა გამოსალი არ აქვს. ეს პარტია ძალადობაზეა გადასული. მმართველი პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებაში დისკრედიტებულები არიან. მათ ძალადობის დემონატრირების გარადა, სხვა რა დარჩენიათ?!“,- გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველ 20 კაციან სიას უყრის კენჭს.