პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ “ქართული ოცნება“ საბოლოოდ “ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმდება. მისი თქმით, მმართველი პარტია დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე ოდიოზურ მოსამართლეებს დაამტკიცებს.
“დღეს ისტორიული დღეა. “ქართული ოცნება“ საბოლოოდ “ნაციონალურ მოძრაობად“ ფორმდება. ეს ყველაფერი მთავრდება მართლმსაჯულების სისტემის გადაბარებით. ჩვენ გვყავდა “ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა გვყავს განახლებული “ნაცმოძრაობა“, რომელიც თავის თავს რატომღაც “ქართულ ოცნებას“ უწოდებს. ეს ვირეშმაკული თამაშები სხვისთვის შეინახონ. ყველაზე ოდიოზურ კანდიდატებს დააამტკიცებენ, რომლებთანაც მომავალში დაკონტრატებული აქვთ საქმეები“,- განაცახდა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველ 20 კაციან სიას უყრის კენჭს.