კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს ტრიბუნასთან აუვარდა

კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს ტრიბუნასთან აუვარდა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ სიტყვა ითხოვა, რისი საშუალებაც თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ტრიბუნასტან ”აუვარდა” და გვერდით მიუჯდა. ბესელიამ ანრი ოხანაშვილთვის საკუთარი უფლებების გაცნობას ამ ფორმატში შეეცადა.

მოგვიანებით პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მცირე ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაიმართება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს თავდაპირველად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს. მოგვიანებით, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეულ 20 კანდიდატს უნდა უყაროს კენჭი.

tngh კიდევ კარგი, ქ-მა ეკა ბესელიამ, არ იცის თუ რა "კომპლიმენტებით" ამკობენ მას "ნაც-ოპოზიციის" წევრები პირად საუბრებში... რას ამბობენ მის "გმირულ" წარსულზე და "პირად" ცხოვრებაზე... იმედია, როდესღაც გაიგებს, და მიხვდება თუ ვისთან და რასთან აქვს საქმე...
5 წლის უკან

სოციალისტი რა კიდევ კარგი?! ძალიან ცუდი თუ არ იცის და ვერც ხვდება! უთხრა კიდეც ვიღაც ქალბატონმა რასაც მასზე ფიქრობს საზოგადოება ქუჩაში, აქციაზე!
5 წლის უკან