გიგი უგულავა: ბრალს მიყენებენ მუხლით, რაც პირის ცემას გულისხმობს

გიგი უგულავა: ბრალს მიყენებენ მუხლით, რაც პირის ცემას გულისხმობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოლიცია ბრალს 126-ე მუხლით უყენებს, რომელიც პირის ცემას გულისხმობს.

„ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით, რაც პირის ცემას გულისხმობს. ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, „ევროპული საქართვლოს“ ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

 

 

სოციალისტი გინდოდა გეცემა, მაგრამ მოგერია და არ გაცემინა თავი?! უყურე შენ მაგ უზრდელს?!
4 წლის უკან