ამ წუთებში გოკა გაბაშვილის სახლში პოლიციაა

ამ წუთებში გოკა გაბაშვილის სახლში პოლიციაა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავას აეროპორტში დღეს მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი ცემის მუხლით ბრალი წაუყენეს, „პრაიმტაიმმა“ გოკა გაბაშვილის მდგომარეობა მოიკითხა.

გაირკვა, რომ ამ წუთებში გოკა გაბაშვილის სახლშიც პოლიციაა. მისმა ოჯახის წევრმა ამ დროისთვის ვერ დაგვიდასტურა, წაუყენებენ თუ არა მასაც ბრალს იგივე მუხლით და „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რომ ამის შესახებ თავად პოლიტიკოსისგან შევიტყობთ ცოტა ხანში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინციდენტი მოხდა. „ევროპული საქართვლოს“ ლიდერების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის თქმით, მათ უცნობი პირები დაესხნენ თავს.