დავით ზარდიაშვილი: ზომიერების, სირცხვილის, ღირსებისა და ზრდილობის გრძნობა საერთოდ გაქრა საქართველოში?!

დავით ზარდიაშვილი: ზომიერების, სირცხვილის, ღირსებისა და ზრდილობის გრძნობა საერთოდ გაქრა საქართველოში?!

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ქალბატონი პრეზიდენტის ყოველ სიტყვაზე გამოკიდება, ყოველგვარ საზღვარს გადასული ამოჩემებული და უარგუმენტო, ხშირად სრულიად უაზრო კრიტიკა, მძიმედ აზიანებს და ფაქტიურად ძირს უთხრის ქვეყნის ავტორიტეტს როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. თუკი პრეზიდენტს შინაურებიც დაუწყებენ მსგავს "ბულინგს", გარეშე მტერი ვის და რაღას მოერიდება?!

როგორც ჩანს, ნაცების მიერ უკუღმართული წინაასარჩევნო კამპანიისას დაწყებული ყოველგვარ ღირსებას და ზნეობას მოკლებული შეურაცხყოფა ქალბატონი სალომესი უკვე ამაზრზენ, საზიზღარ ჩვევად იქცა ბევრი ვაი-პატრიოტისა თუ მათი წამბაძველებისთვის...

ცოტა ხანში ერთი ანეკდოტისა არ იყოს, ქ-ნ პრეზიდენტს უკვე იმასაც მოედავებიან - "რატომ ყურებიანი ქუდი არ გახურავსო?!"

ზომიერების,სირცხვილის, ღირსებისა და ზრდილობის გრძნობა საერთოდ გაქრა საქართველოში?!