მაია ცქიტიშვილი ოპოზიციონერების ცემაზე:

მაია ცქიტიშვილი ოპოზიციონერების ცემაზე: " ხომ არ არის ეს გაბაშვილის და უგულავას ქმედებების შედეგი?"

ეკონომიკის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გიორგი გაბაშვილისა და გიგი უგულავას ცემასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს "ხომ არ არის ეს ბატონი გოკას და გიგის ქმედებების შედეგი?"

მისივე განცხადებით, ყველაფერი იმ ძალიან დაძაბულ ფონთან არის დაკავშირებული, რომელიც ქვეყანაშია და რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი თავად ამ ადამიანებს მიუძღვით.

„ხომ არ არის ეს ბატონი გიორგის და გიგის ქმედებების შედეგი? ამ თავდასხმასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა თუ რით შეიძლება იყოს ის გამოწვეული, სისიხლის სამართლის საქმე არის აღძრული და გამოძიების ფარგლებში ჩვენ ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს. ამ კონკრეტულ ქმედებას არ ვაკავშირებ ხელისუფლების ქმედებებთან. ყველაფერი არის დაკავშირებული იმ ძალიან დაძაბულ ფონთან, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის შექმნაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით უშუალოდ ამ ორ ბატონს. ისინი აგრესიული ქმედებებით და აქციებით აქეზებდნენ ძალადობას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.