გიგი უგულავა: თავდასხმა დაგეგმილი იყო

გიგი უგულავა: თავდასხმა დაგეგმილი იყო

„ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ვწუხვარ, თუ ცოტა დაზიანება მიიღეს. ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან 2 საათი ტყუილად, ბოლოს ფეხბურთს ვუყურებდი იმიტომ, რომ საერთოდ ყველა დაიკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული. თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” წევრებს, გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.