კლიმატური კატასტროფისგან დედამიწის გადარჩენის ფასი დასახელდა

კლიმატური კატასტროფისგან დედამიწის გადარჩენის ფასი დასახელდა

ანალიტიკოსების გათვლებით, დედამიწაზე კლიმატური ცვლილებების პროცესის შეჩერება მსოფლიო ეკონომიკას $,2,5 ტრილიონი დაუჯდება, ამის შესახებ Euler Hermes კვლევაშია ნათქვამი. 

ეს შეეხება ენერგეტიკის სექტორს, რომლის ხარჯებიც ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვის შემდეგ $900 მილიარდს გაუტოლდება. ასევე ხარჯები გაიზრდება ლითონის წარმოების სექტორში $300 მილიარდით, ხოლო საზღვაო ტრანსპორტის სეგმენტის ხარჯები $55 მილიარდს გაუტოლდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი კლიმატური ცვლილებების გამო ეკონომიკურ პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ევროპის ქვეყნები 2050 წლამდე გეგმავენ ნახშირორჟანგის და მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი ატმოსფეროში 0%-მდე შეამცირონ. ამისთვის ევროკავშირი გეგმავს „მწვანე ეკონომიკაში“ ინვესტიციების ზრდას.

მეცნიერების შეფასებით, თუ ატმოსფეროში მავნე აირების გატყორცნის მაჩვენებელი არ შემცირდა, მაშინ კლიმატური ცვლილებები გამო სტიქიური მოვლენების რაოდენობა XXI-ე საუკუნის ბოლოს სამჯერ გაიზრდება.