უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნიდან წასვლის დღიდან საქართველოში დაბრუნებას აანონსებს და გადამწყვეტ მომენტში უკან იხევს, ამჯერად საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს მიმართავს, რომ გაემიჯნონ ხელისუფლებას და მათ მხარეზე გადავიდნენ. სააკაშვილი არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას და იყენებს ისტერიულ ფრაზებს “ხელისუფლების ჩამოშლა, მარტო დარჩენილი ივანიშვილი" და ა.შ.
ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში, მხოლოდ მისი დაბრუნებით გათენდება.