ბრიუსელში, სასტუმრო შრატონში შეკრებილი ემიგრანტები ბიძინა ივანიშვილს ტაშით შეხვდნენ. გუშინ პრემიერმა ოფიციალური შეხვედრები ქართველებთან შეხვედრით დაასრულა. მათი ძირითადი ნაწილი ბელგიაში მცხოვრები ქართველები იყვნენ, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან ჩასული ემიგრანტები. შეხვედრა დაგეგმილზე დიდდხანს გაგრძელდა. მათ, ვინც პირადად ვერ მოახერხა შკითხვის დასმა, პრემიერს წერილობით გადასცეს. ივანიშვილი ქართველ ემიგრანტებს დაპირდა, რომ მაქსიმუმ ხუთ წელიწადში მათ საქართველოში დაბრუნების და ღირსეული ცხოვრების და საშუალება ექნებათ.