“რუსთავი 2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

“რუსთავი 2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო. შესაბამისად 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა.

საქმის განხილვა "რუსთავი2"-ის ყოფილმა მფლობელებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.