გია ვოლსკი: 14 დეკემბერს საზოგადოებას ჩვენს რეალურ სახეს დავანახებთ

გია ვოლსკი: 14 დეკემბერს საზოგადოებას ჩვენს რეალურ სახეს დავანახებთ

 

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით 14 დეკემბერს საზოგადოებას "ქართული ოცნების" სახეს დაინახავს და ყველას მოუწოდებს ყურადღებით იყოს, რათა არ მოხდეს ფიზიკური დაპირსპირება.

ვოლსკის თქმით, პარტიის მიზანია ქვეყანაში არ შეიქმნას ისეთი მდგომარეობა,რომელიც ქვეყანას "ძვირი დაუჯდება".

„14 დეკემბრის ღონისძიება. ეს არის ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ევროსაბჭოში ჩვენს თავმჯდომარეობას. რასაკვირველია იქ ჩენი მხარდამჭერებიც იქნებიან, რასაკვირველია იქ აქტივიც იქნება. ეს არის ღონისძიება იმისათვის, რომ საზოგადოებას დავანახოთ ჩვენი რეალური სახე, ჩვენი საგარეო პოლიტიკის რეალური მიმართულება და ასევე დავანახოთ, რომ არ ხდება ჩვეულებრივად ეს პროცესი, რომელსაც ქვია ჩვენი საზოგადოების ჩამოყალიბება და არ შეიძლება ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანზე იყოს დამყარებული, რომლებმაც გადაწყვიტეს და კმარას ტიპის ორგანიზაცია შექმნეს. ყურადღებით ვიყოთ, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ფიზიკურად ნუ დავუპირისპირდებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ და არ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ხვალ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 14 დეკემბერს მმართველი პარტიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.