ზაზა პაპუაშვილი : “ოცნების“ დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის

ზაზა პაპუაშვილი : “ოცნების“ დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის

 

უმრავლესობის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი “ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ, “TV პირველის” მიერ, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას  არ ადასტურებს. როგორც ზაზა პაპუაშვულმა “2020NEWS“ -ს განუცხადა, “ქართული ოცნების“ დატოვება მის გეგმებში არ შედის.

“ასეთი განცხადება არ გამიკეთებია. ასეთი სიტყვები არავისთვის მითქვამს. ჩემს გეგმებში “ქართული ოცნების“ დატოვება არ შედის. რაც შეეხება კობა კობალაძესა და ირაკლი აბუსერიძეს, ჩემი ინფორმაციით, არც ისინი აპირებენ პარტიის დატოვებას“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

"ტვ პირველის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატები: ზაზა პაპუაშვილი, კობა კობალაძე და ირაკლი აბუსერიძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნებიდან“  ზაზა პაპუაშვილის წასვლის შესახებ “2020NEWS”  რამდენიმე კვირის წინ წერდა.

როგორც მაშინ ზაზა პაპუაშვილმა გვითხრა, მას გადაწვეტილი არ ჰქონდა დატოვებდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას.

სოციალისტი ბატონო ზაზა მაგას რა მნიშვნელობა აქვს ტქვენს გეგმებში რა შედის?! მთავარი თქვენი გეგმები კი არ არის არამედ, მთავარზე უმთავრესია რა შედის თქვენთან დაკავშირებით დიანა ტრაპაიძის და ტვ "პირგველის გეგმებში!!! ღმერთს ეტყობა ჩამოეძინა, დაიღალა თორემ ტვ "პირგველი" როგორ უნდა ანგრევდეს დრემდე სისხლით, ოფლით, სიმწრით მოტანილ საქართველოს?!
5 წლის უკან