სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება(VIDEO)

სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება(VIDEO)

სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება. ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეები განცახდებას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა განცხადება და რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის საფუძველზე გაავრცელა. სწორედ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია გახდა იმის საფუძველი, რომ რასმუსენის რეზოლუციაში დაუსაბუთებელი ბრალდებები დაფიქსირდა, რამაც საქართველოსთან მიმართებაში ტექსტის მთლიან შინაარსზე ნეგატიური გავლენა იქონია. მმართველი პარტია კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნება განაპირობებს, ხოლო საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამის გარანტია." ამასთან, მმართველი პარტია მზადყოფნას გამოხატავს, ამ საკითხებზე ითანამშრომლონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობასთან.