აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში რუსული გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“ წინააღმდეგ სანქციებია გათვალისწინებული. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პროექტში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებიც არის გათვალისწინებული. მათ შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება.

ინფორმაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ ბიუჯეტში ახალი სანქციების შეტანის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი.  ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ გაზსადენი ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის. ამის გამო აგვისტოში აშშ-ის სენატმა პროექტის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას დაუჭირა მხარი.