პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატში გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მანამდე ელისეს სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. 2016 წლის შემდეგ ეს პირველი მოლაპარაკებებია უკრაინაზე, რომელშიც ამ ქვეყნების ყველა ლიდერი მონაწილეობს. თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ფორმატში პირველად მონაწილეობს.

სამიტის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხდა.