საპენსიო სააგენტოს დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მან სამეთვალყურეო საბჭოს ერთი კვირის წინ მიმართა. ლევან სურგულაძე საკუთარ განცხადებაში 16 იანვრიდან პოსტის დატოვებას ითხოვს. კანონის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭომ განცხადება უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. საპენსიო სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ სამეთვალყურეო საბჭო მის განცხადებას არ დაკმაყოფილებს, იგი მზად არის რეფორმის მასშტაბურიბიდან გამომდინარე, დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა განაგრძოს. ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე 2018 წლის 17 სექტემბრიდან მუშაობს.