ცხვრის ხორცი აღმოსავლურ სტილში

ცხვრის ხორცი აღმოსავლურ სტილში

ცხვრის ხორცს ასე ტუნისში ამზადებენ, ძალიან არომატული, განსხვავებული და გემრიელია.

ინგრედიენტები

დარიჩინი - 2 ჯოხი

პილპილი - 1/2 ჩ.კ

წითელი წიწაკა, დაფქული - 1 ჩ.კ

ბროწეულის მარცვლები

ბაღის ვარდის ფურცლები, ხმელი - 2 ს.კ

პაპრიკა - 2 ს.კ

პიტნა - 1-2 ტოტი

ხახვი შალოტი - რამდენიმე ცალი

კომში - 1 ცალი

ხახვი - 300 გ

ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 700 გ

მიხაკი - 8-10 ბუტონი

კარდამონი (ილი) - 10 მარცვალი

ზაფრანა - მწიკვი

მარილი

ზეითუნის ზეთი

მომზადების წესები

საღამოს ხორცს დაამატეთ პაპრიკა, შავი პილპილი, თითებით გასრესილი ბაღის ვარდის ფურცლები (ხმელი), მოასხით ცოტა ზეთი და კარგად აურიეთ. დატოვეთ მთელი ღამე მაცივარში.

მეორე დღეს, მოშუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთში, დაამატეთ ხორცი სუნელებიანად და განაგრძეთ შუშვა კიდევ 5 წუთი. ამის შემდეგ დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი.

კომში დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, გული ამოაცალეთ. კომშის გული, კარდამონი, დარიჩინი, მიხაკი გამოკარით მარლაში ან პატარა ტომარაში და ჩადეთ წვნიანში

30 წუთის შემდეგ ქვაბში ჩაამატეთ კომშის ნაჭრები და ხახვი შალოტი (მთლიანები, მხოლოდ გაფცქვენით). დაამატეთ ზაფრანაც. 15-20 წუთის შემდეგ (კომში დარბილებული უნდა იყოს) გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურული დატოვეთ გარკვეული ხნით. ასე გემო უკეთ დაბალანსდება. შემდეგ წვნიანი თეფშზე ამოიღეთ, მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და პიტნის ფოთლები