გიორგი მარგველაშვილი: „შეურაცხმყოფელ ტყუილში, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ“

გიორგი მარგველაშვილი: „შეურაცხმყოფელ ტყუილში, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ“

ვუყურებ, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ორგანიზებულია და კონკრეტული მიზნისთვის მუშაობს.

„ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი" - ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, 2024 წელს და მას სპექტაკლი უწოდა.

„დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან და გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, რომ სრულად მაჟორიტარულზე ხომ არ ვიმუშაოთ, ჩემი აზრით ეს დროებითია, რადგან ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან დღეს, ხვალ თუ ზეგ, მარტო ერთი გამოსავალი არსებობს, შეურაცხმყოფელ ტყუილში, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ. იმედია, რომ შეიცვლება მალე და იმედია, რომ შეიცვლება კვალიფიციურად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

სოციალისტი ბატონო ყოფილო პრეზიდენტო, სპექტაკლი თუ რამე იყო ეს თქვენ იყავით! თქვენ შეხედულებები არ გვაინტერესებს. არ გვინდა ეს პრპორციული სისტემა, არა! როგორ უნდა გაგაგებინოთ?! მაგ პროპორციული სისტემის გამო 5 წელია უმუშევარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე მეტი ცოდნაც მაქვს და სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში მუშაობის გამოცდილება. ეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არც ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და მითუმეტეს არც ნაცმოძრაობის, საერთოდ არცერთი პარტიის! პარტიულობა დანაშაულად მიმაჩნია ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან! მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ, "ყარაულის" ადგილიც ვერ ვიპოვე! ძირს პარტიული ნომენკლატურა, ფაქტიური და ფიქტიური პარტიები და მათი ფუნქციონერები!
4 წლის უკან
amo მოდი საკითხი ასე დავსვათ. პარტიის ლიდერი (თავის 2-3 კაცით) ხომ ორთქმავალია, რომელიც ირჩევს ვაგონებს. მერე? ამ არჩეულებს შეტენის ხალხს. გინდა თუ არა ამათგან გააკეთე არჩევანიო. არა და სოფლის, რაიონის მკვიდრი ხედავს თავის რიგებში პატიოსან, გამრჯე ახალგაზრდას, რომელიც შორს დგას ინტრიგებისგან. არცერთი პარტიის წევრი არაა. ე. ი. დაბლოკილია. სამართლიანია ახლა ეს?











90 ხომ ორთქმავალია, რომელიც ირჩევს ვაგონებს
4 წლის უკან