წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული ხარჯები, რომელთა ნაწილი დღეს ხდება ცნობილი. ფინანსთა მინისტრი ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდიდან დახარჯულ მილიონებს ასაჯაროებს. მიუზიკლი ქეთო და კოტე - დაიხარჯა 2 მილიონ 125 000, ანდრეა ბოჩელის ვიზიტი კი ქვეყანას 2 400 000 ლარი დაუჯდა. ვარსკვლავების ჩამოყვანა, კონცერტები და ქართველი მომღერლების გასტროლები - ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ხელმოწერით გამოყოფილ მილიონებს ახალი მთავრობა არამიზნობრივ ხარჯებად აფასებს, ანალოგიურია არასამთავრობო სექტორის პოზიციაც.