ამ იდიოტებს ყველა თავისნაირები ვგონივართ?! - ცოტნე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებასა და „ოცნების“ გეგმებზე

ამ იდიოტებს ყველა თავისნაირები ვგონივართ?! - ცოტნე გამსახურდია სააკაშვილის განცხადებასა და „ოცნების“ გეგმებზე

თქვენ რატომ გინდათ დღეს იგივეს გაკეთება, რაც მაშინ სააკაშვილს უნდოდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ბოლო დროს „პოპულარულ“ ვიდეოებს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგია.

„ქოცები ნიშნისმოგებით აზიარებენ რვა წლის წინანდელ ვიდეოს, სადაც მიშა სააკაშვილი მაჟორიტარულ სისტემას ემხრობა და პროპორციულს აკრიტიკებს. ახლა შეიცვალა აზრიო?

ამ იდიოტებს ყველა თავისნაირები ვგონივართ?! რატომ უპირისპირდებოდა მიშა ძალაუფლების ზენიტში პროპორციულ სისტემას? აწყობილი ჰქონდა ჩანგური და ძალაუფლების შენარჩუნება უნდოდა, ახალი ამბავი! და თქვენ რატომ გინდათ დღეს იგივეს გაკეთება, რაც მაშინ სააკაშვილს უნდოდა?! იმიტომ ხომ არა, რომ სააკაშვილს არც დასიზმრებია ძალაუფლების ის კონცენტრაცია, რაც თქვენს გამხმარ ქონდრისკაცს აქვს? ამის შესანარჩუნებლად ხომ არა?!

სააკაშვილის ასეთი პოლიტიკა და ქცევა რომ არ მოგვწონდა, ძალაუფლებისთვის ყველაფერზე რომ მიდიოდა, ამიტომ გავუშვით ხელისუფლებიდან. თორემ რაც შეეხება საქმეს, თქვენზე განუზომლად მეტი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნის აშენებისთვის. თუ გგონიათ იმიტომ ვიბრძოლეთ, რომ თქვენ და თქვენს დებილ ნათესაობას ჩაგეგდოთ ქვეყანა უკუნითი უკუნისამდე ხელში, ყველა ქვეყანაზე მოფიქრალი და დაინტერესებული ქართველი, რომელთაც თურმე გენეტიკური ჭკუა არა აქვთ, გადახვეწილიყო ქვეყნიდან ლუკმა-პურის სამათხოვროდ, ხოლო აქ დარჩენილები ჭკვიანად ყოფილიყვნენ?! ჩემი სიტყვები არ არის, ბიძინეს ბოლო ინტერვიუშია.

მონებს, ყველგან და ყოველთვის, ისტორიის სანაგვეზე ელოდებიან!“ - წერს ცოტნე გამსახურდია