ნიდერლანდები: რუსეთმა უარი თქვა MH17 ბოინგის საქმეში ეჭვმიტანილის ექსტრადირებაზე

ნიდერლანდები: რუსეთმა უარი თქვა MH17 ბოინგის საქმეში ეჭვმიტანილის ექსტრადირებაზე

ნიდერლანდების პროკურატურის განცხადებით, რუსეთმა "მალაიზიის ავიახაზების" ბოინგის ავიაკატასტროფის საქმეში ეჭვმიტანილ ვლადიმერ ცემახს ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა მისცა, ამით კი არ შეასრულა ნიდერლანდების მოთხოვნა, ცემახის დაკავებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

ნიდერლანდების გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუსეთი ევროპული კონვენციის შესაბამისად, ვალდებული იყო განეხორციელებინა ცემახის ექსტრადიცია. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ნიდერლანდებში მალაიზიური ბოინგის ავიაკატასტროფაზე დაწყებულ სასამართლო განხილვებზე. სასამართლო 2020 წლის 9 მარტს დაიწყება.

უკრაინის სასამართლომ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ანტისაჰაერო თავდაცვის ყოფილ უფროს ვლადიმერ ცემახს პატიმრობა 5 ივლისს შეუფარდა, თუმცა სექტემბერში რუსეთ-უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შემდეგ, ცემეხი რუსეთში დაბრუნდა.

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, 24 მაისს "მალაიზიის ავიახაზების" ანგარიში წარადგინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ "ბუკი", რომლიდანაც MH17 ჩამოაგდეს, კურსკთან არსებულ 53-ე საზენიტო ბრიგადიდან წაიღეს. რუსეთი მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატები სრულებით ენდობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომლის დასკვნითაც, მალაიზიური „ბოინგი“ რუსული „ბუკით“ ჩამოაგდეს.

2014 წელს თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი.