შეუსრულებელი პროექტები (video)

შეუსრულებელი პროექტები (video)

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს შესასწავლად მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს უგზავნის. პირველ ეტაპზე საქმე ეხება 2012 წლის 9 თვის განმავლობაში კონტრაქტორი საწარმოების მიერ შესასრულებელი სამუშაოების ეფექტურობას. ამ დროისთვის ირკვევა, რომ სამინისტროს დაფინანსებული კაპიტალური პროექტების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესრულების მაჩვენებელი 3-4 % -ს არ სცილდება. სამინისტრო ამ სამუსაოების დარჩენილი ნაწილის სატენდერო რეჟიმში გადაყვანას გეგმავს, რომლის საფუძველზე პროექტების განხორციელება უნდა დაჩქარდეს. ფინანსური გამოძიების საგანი გახდება სახელმწიფო უწყების მიერ კომპანია „ნიუ ენერჯისთან" გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულება და მისი შესრულების დეტალები. სამინისტროს მონაცემებით პროექტი, რომელიც კობი-გუდაურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა ავანსად გადარიცხული თანხის მიუხედავად პრაქტიკულად არც დაწყებულა.

  •