მანჩო გიორგობიანი : “ენა როგორ გიტრიალდება? – შენ რეებს ბოდავ, არ გრცხვენია?..”

მანჩო გიორგობიანი : “ენა როგორ გიტრიალდება? – შენ რეებს ბოდავ, არ გრცხვენია?..”

ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით კახა კუკავას მიმართავს:

“Kakha Kukava / კახა კუკავა, დათო ახრახაძეზე ენა როგორ გიტრიალდება, აფხაზეთი ჩააბარაო, კაცმა ცალი ფეხი დაკარგა ბრძოლებში და მაინც უკან შებრუნდა რუსეთის დაგეშილ ძაღლებთან საომრად და შენ რეებს ბოდავ, არ გრცხვენია? ან დათოს რომელ მოთხოვნას არ ეთანხმები?

რომ პატრიარქის, ეკლესიის და რელიგიების გინება არ შეიძლება?

რომ დამნაშავეა ნაც-რეჟიმი, რომელმაც მართლა ჩააბარა კოდორი და ახალგორი, “ქვის გროვად” წოდებულ 180 სოფელთან ერთად, რომელიც მუდმივად ქვეყნის დესტაბილიზაციას სცდილობს და უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს აყენებს მოსახლეობას, სისხლიანი “რევოლუციონერები”- მკვლელები , რომლებიც ყველაფერს იკადრებენ ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად – ამათი ლანძღვა-გინება გაგიკვირდა და თავდადებული დათო ახრახაძის დასჯას ითხოვ , რომელიც რამდენჯერმე ჩაცხრილეს ბრძოლის ველზე , იმდენჯერ მკვდრეთიდან აღდგა და უკან მიბრუნდა , ცალი ფეხით მიბრუნდა, გესმის შეეენ, ცალი ფეხიით ფრონტიის წინა ხააზზზე?!

ეროვნული გმირია, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს მისი შემართების ისტორია, სულ რომ რამე ეშლებოდეს, ამბრაზურასავით უნდა ვეფარებოდეთ, ვალი გვაქვს მისი…. შენ კიდევ, რას კადრულობ? კაცი ცამდე მართალია, ამ დროს, შენ და Khatuna Lagazidze რას ლაპარაკობთ- “საქმე აღძარით, დაიჭირეთო”?! გრცხვენოდეთ !!!

p.s. კორექტულობის დაცვას გთხოვთ, ვიცი, ძნელია, მაგრამ მაინც…” – წერს მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანი, დავით ახრახაძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა  ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. მოგვიანებით, ოპოზიციამ მომხდარი ქართულ პოლიტიკაში ძალადობის დაბრუნების მცდელობად შეაფასა.

„როდესაც ძალიან გაუჭირდა, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ ასპარეზზე „მხედრიონი“ და კიტოვანის გვარდია გამოიყვანა. ივანიშვილი მათი მეშვეობით ცდილობს ძალადობის დაბრუნებას ქართულ პოლიტიკაში. აუცილებელია, კანონში შევიდეს ცვლილება და მკაფიოდ განისაზღვროს: ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იბრძოდნენ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ან სამეგრელოში აწიოკებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას – არ შეიძლება იწოდებოდნენ ვეტერანებად. ვეტერანი ვეტერანია, მაროდიორი – მაროდიორი“ – განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ.