სად დასაქმდება “ოცნებიდან“ წასული აკაკი ზოიძე?!

სად დასაქმდება “ოცნებიდან“ წასული აკაკი ზოიძე?!

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელმაც სადეპუტატო მანდატი დათმო და პოლიტიკიდან წავიდა, მუშაობას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, საერთაშორისო ფონდ „კურაციოში“ გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ აკაკი ზოიძემ ”2020NEWS“ -ს განუცხადა.

“წავალ იქ, სადაც აქამდე ვმუშაობდი. ჯანდაცვის პოლიტიკაში საერთაშორისო ექსპერტი ვიყავი, ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას. მათ შორის, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელთანაც თანამშრომლობას გავაგრძელებ ფონდი “კურაციოა“, რომელის დამფუძნებლი ვარ“,- გვითხრა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, დეპუტატმა აკაკი ზოიძემ “ქართულ ოცნებას“  2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკაშირებით პლებისციტის ან რეფენრედუმის ჩატარება შესთავაზა. “ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატის ინიციატივა არ გაითვალისწინა, რის შედეგად აკაკი ზოიძემ პოლიტიკა და საკანონმდებლო ორგანო დატოვა.

Maverick თამბაქოს კანონი თან გაიყოლე თუ სხვას გადააბარე?!
4 წლის უკან