ჩუგოშვილი ზოიძის წასვლაზე: მეგონა, “ოცნებიდან“ წასვლები დასრულდა

ჩუგოშვილი ზოიძის წასვლაზე: მეგონა, “ოცნებიდან“ წასვლები დასრულდა

 “ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეგონა, რომ უმრავლესობიდან წასვლები დასრულდა, თუმცა ასე არა აღმოჩნდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა უმრავლესობის ყოფილი წევრი აკაკი ზოიძის გადაწყვეტილებას.

"სამწუხაროა, რომ უმრავლესობამ კიდევ ერთი დეპუტატი დაკარგა, კომიტეტის თავმჯდომარე და ნამდვილად პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის და სამწუხაროა, რომ ეს პროცესი კიდევ გაგრძელდა", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ "ძალიან არასწორი გადაწყვეტილება საკმაოდ ძვირი უჯდება უმრავლესობასაც და ქვეყანასაც".

ცნობისთვის, მმართველი პარტიის დეპუტატმა, აკაკი ზოიძემ დღეს, 2 დეკემბერს მედიასთან თქვა, რომ ქართულ ოცნებასა და საპარლამენტო მანდატს ტოვებს. მისივე თქმით, თავის ადგილს დღევანდელ საჯარო, პარტიულ პოლიტიკაში ვეღარ ხედავს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. წამოსულ დეპუტატებს შორის არიან ქართული ოცნების აქტიური სახეები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, მარიამ ჯაში.

trampi ეს ისე შეუტრიალდება ოცნებას, თვალს არ დაახამხამებს
თანაც ძააან მწარედ
4 წლის უკან