მთავარი პროკურორის განცხადება (video)

მთავარი პროკურორის განცხადება (video)

ახალი ეპიზოდი ბაჩო ახალაისა და გიორგი კალანდაძის საქმეებში. პროკურატურამ სასამართლოს გაერთინებეული შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი ამჯერად ბრალი წამების მუხლით წაუყენეს. ახალი ეპიზოდი მთავარმა პროკურორმა ორი საათის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გამოაქვეყნა. საქმე ეხება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს. შემთხვევა 2010 წლის 18 თებერვალს მოხდა. კბილაშვილის განცხადებით, გვარდიის უზრუნველყოფის სამსახურის 17 თანამშრომელი დასჯის მიზნით თბილისიდან სენაკის მეორე ბრიგადის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ახალგაზრდებს სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს ახალაიამ და კალანდაძემ. შემდეგ კი ახალაიას ბრძანებით ისინი წელს ზემოთ გააშიშვლეს და ერთი საათი სიცივეში არბენინეს. ამის შემდეგ ისინი აბანოში ჩაკეტეს, გამოურთეს გათბობა და ამ მდგომარეობაში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში დატოვეს. ნაცემ ჯარისკაცებს ჭამის უფლებაც არ მისცეს. ამ ეპიზოდის გათვალისწინებით, ახალაიამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-10 წლამდე. ასევე - 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს წამებას და თავის მხრივ ითვალისწინებს 9-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, გენერალური პროკურორის განცხადებით, მან ჯარისკაცების ცემით ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაიას, რომელიც ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ბრალი უკვე წაუყენეს, სასამართლომ კი კალანდაძის საკითხი 24-საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს.

  •