პრეზიდენტის მიერ ორხელისუფლებიანობაზე პრაღაში გაკეთებულ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ბრიუსელიდან გამოეხმაურა. ეკა ბერიძის გადაცემა „მთავარი კითხვის" პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხების შემდეგაც ცდილობს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არჩევნებში კოალიციის გამარჯვებამ ყველას არჩვენა, თუ ვის ხელშია რეალური ხელისუფლება. ამავე გადაცემაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი კატეგორიულად უარყო ორხელისუფლებიანობის არსებობა, მათ შორის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.