Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.
განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფრო საშენო?". 240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებ-გვერდის დესკტოპ ვერსია.
შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც" კი არის შესაძლებელი ნივთის ან მომსახურების პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის" შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგის პროცესს უმარტივებს. განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც, რომლითაც შეწყვეტილი განცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო „საშენო" გახადა.
მალე, ვებგვერდის მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი.
Mymarket-ის განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი დაპირებაა: " ყოველთვიურად პერსონალური გამოცდილების შექმნა 2.2 მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!".
ელექტრონული კომერციის პლატფორმა, MYMARKET-ი, რომელსაც ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს