ბესო ზანგური: 1 დეკემბერს 1 საათზე მე მივდივარ იპოდრომზე❗️

ბესო ზანგური: 1 დეკემბერს 1 საათზე მე მივდივარ იპოდრომზე❗️

მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელში წერს:

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ...მართლა მეამაყებით და ემოციისგან ძლივს ვახერხებ წერას...სულ რომ მეორედ მოსვლა დაიწყოს მე ვიდგები პირველ დეკემბერს პირველ საათზე იპოდრომის ტერიტორიაზე.სულ რომ 1 კაცი მოვიდეს ის 1 ადამიანი იქნება ჩემი საქართველო❗️ამდენი წერილი რაც დღეს მივიღე არასოდეს მიმიღია❗️ისე მეამაყებით ისე მიყვარხართ რომ სისხლი გამითბა❗️არა ნაცებს❗️არა დესტაბილიზაციას❗️დასჯადი გახდეს პატრიარქისა და რელიგიის შეურაცხჰყოფა❗️დავანახოთ ქვეყნის შემარცხვენლებს ჩვენი ძალა-მხოლოდ შეკრებით,უსიტყვოდ,უსცენოდ,უმეგაფონოდ,ყოველგვარი მასკარადისა და ზიზილ-პიპილოების გარეშე❗️შევიკრიბოთ იმ ადამიანების სახელით ვინც იმსხვერპლა მიშას რეჟიმმა...ვინც აწამეს,ვინც ვერ გადაურჩა...ვინც გატეხეს მორალურად და ცხოვრება კოშმარად უქციეს❗️განა ეს არის ჩვენი საქართველო რაც დღეს რუსთაველზე ხდება????ეს არის ილიას,ვაჟას,აკაკის და შოთა რუსთაველის ქვეყანა???ამ ქვეყანას მართავდა თამარი???ასე უყვარდათ ცისფერ ყანწელებს???ამისთვის ჩამოიქცა გალაკტიონი საავადმყოფოს სარკმლიდან???არა მეგობრებო!!!ნაციონალურმა რეჟიმმა შესაძლოა აგვშალოს,დაგვამსხვრიოს...მაგრამ დაკვრას?????ვერ ეღირსებიან❗️

1 დეკემბერს 1 საათზე მე მივდივარ იპოდრომზე❗️სამოქალაქო პროტესტი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ რასაც დღეს ნაციონალური მოძრაობა ანხორციელებს❗️ეს უნდა დამთავრდეს❗️ეს უნდა მორჩეს❗️❗️❗️ხალხის დრო დადგა❗️ნუ გავაჩერებთ დროს რომელიც ძალიან ძვირი ხდება ჩვენი უმოქმედობით!ჩვენი სიჩუმით❗️❗️

trampi აააა კაცი......................... ეგრე რაააა
5 წლის უკან
trampi ეგ საქმე აქამდე უნდა გაგვეკეთებინა აქამდე
5 წლის უკან
amo აბა რაა
5 წლის უკან