თამარ ჩერგოლეიშვილი : “ეს უგზოუკვლო აფერისტი არ ჩერდება”

თამარ ჩერგოლეიშვილი : “ეს უგზოუკვლო აფერისტი არ ჩერდება”

ვფიქრობ ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი – ასე აფასებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პარტია “გირჩის” ინიციტივას. საუბარია მთავრობის შეცვლის შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ძალოვანი სტრუქტურებიდან გამოთიშვაზე.

“ხატია დეკანოიძე, რომლიც იყო უკრაინის ნაციონალური პოლიციის შემქმნელი, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და რომელი ნიშნით უნდა ჩაეკეტოს გზა მთავრობაში იმის გამო, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშია”? ეს არის ფანტომებით ვაჭრობა. ახალაია მოვა, მერაბიშვილი მოვა – რა სისულელეა. დეკანოიძეს დღემდე უკრაინა ტაშს უკრავს. უფრო მეტი გამოცდილების ადამიანი ვის ჰყავს. ქართველი ხალხი როგორც გადაწყვეტს ისე იქნება საბოლოოდ. პოლიტიკოსები მათ ზურგს უკან ვეღარ გაინაწილებენ საქართველოს. დამთავრდა ეს ეპოქა. ყველგან მეტი დემოკრატია შემოდის და ივანიშვილი ამას რომ ეწინააღმდეგება, ამიტომ აქვს პრობლემები. შევწყვიტოთ წინასწარ განაწილება. ივანიშვილის დასრულებამდე ჯერ დიდი ძალისხმევაა. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ სად ვიქნებით ჩვენ ივანიშვილის დასრულების შემდეგ, არამედ იმაზე უნდა ვიფიქროთ სად იქნება ჩვენი ქვეყანა. ისევ ჩვენს თავზე ვლაპარაკობთ? ჩემთვის, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი შემქმნელისთვის მთავარია ჩემი ქვეყანა სად იქნება. ოღონდ ესენი წავიდნენ, მაგრამ მერე ქართველი ხალხი გადაწყვეტს”

“აწი უნდა შევეგუოთ, რომ პოლიტიკოსები ხალხის ზურგს უკან ვეღარაფერს ვეღარ გაინაწილებენ საქართველოში, დამთავრდა ეგ ეპოქა, 21-ე საუკუნეში სულ უფრო დემოკრატიული პროცესები მიდის და ივანიშვილი ამის პირისპირ რომ მიდის, ამიტომ არის ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. შევწყვიტოთ წინასწარ მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფა. წინასწარ იმის განაწილება, რაც ჯერ ხელში არ გვიჭირავს, ივანიშვილი ახლოს არის დასრულებასთან, მაგრამ ჯერ კიდევ რთული ბრძოლა გველის წინ…ოღონდ ესენი წავიდნენ და მე ვეთანხმები ზურაბ ჯაფარიძეს, ვინც უნდა ის მოვიდეს, მერე უკვე ხალხი გადაწყვეტს, ვის აირჩევს, მაგრამ რაც მთავარია შეიქმნება პრეცედენტი, რომ ეს გათავხადებული ქართველების მოძულე ოლიგარქი ჩამოშორდეს ხელისუფლებას.”,- თქვა სააკაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ჩართვისას.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ამ რეპლიკით ეხმაურება: – “ეს უგზოუკვლო აფერისტი არ ჩერდება” – წერს ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

თამაზი აფერისტი და მაოხრებელი გზირი
5 წლის უკან
trampi ვაააა კიდევ იმას გაიძახის ყველას დედას გიტირებთო
მართლაც ესე იზამს
5 წლის უკან