თეა წულუკიანი: „ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ“

თეა წულუკიანი: „ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ“

ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები აქციას მართავენ, თეა წულუკიანი მივიდა.

ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრის მისვლას პროტექსტი და ხმაური მოჰყვა. თეა წულუკიანთან მიახლოებას ცდილობდა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პოლიციამ დააკავა. (ის ამ დრისთვის თავისუფალია).

"არ გამიჭირდა, მადლობა პოლიციას. ამ სტვენიების ხელში კიდევ კარგად ხართ. არაფერი არ მაქვს სალაპარაკო, თემა დახურულია, მოემზადონ საარჩევნოდ" - განაცხადა თეა წულუკიანმა.