ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი მზად ვართ დიალოგისთვის

ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი მზად ვართ დიალოგისთვის

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, თუ უმრავლესობა მზადაა, რომ მათი შეთავაზება განიხილოს, მაშინ ოპოზიცია დიალოგზე წავა.

"თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება. როგორც გავიგე, დილის 7 საათზე "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში შეუპარებიათ და იქ არიან ახლა გამაგრებულები. არ არის პრობლემა, თუ ასე სურთ მუშაობა, რომ დილის 5 საათზე გააღვიძონ თავისი დეპუტატები და სასწრაფო წესით შეყარონ პარლამენტში, ან ააგონ ბარიკადები ქალაქში და ან, ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო ზონა, იმუშაონ. ჩვენ ახლა შევიკრიბებით და ჩავალთ პარლამენტის შესასვლელთან და იქ გამოვხატავთ პოზიციას. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, ისევ ღამეს გავათენებთ და არ შევუშვებთ. აქედან გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

amo უდუმაშვილო მოიტანე ხალხის უმრავლესობის მანდატი და მერე იბლატავე. 1000 ავანტურისტის ჭკუაზე გამვლელი პარლამენტისა და მთავრობის რა ვთქვი.
5 წლის უკან
თამაზი დაქლიავებული მიშისტი,ვაი შენს პატრონს
5 წლის უკან