ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
ნებისმიერი ფრაზა, ინტერვიუ, თუ განცხადება აღიქმება по мере своей испорченности. სწორედ ამ მარტივი მიზეზის გამო, ძალიან კარგად ჩანს იმ შემფასებლების რეალური მიზანი და სახე, ვინც ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუ განიხილა.
ექსპერტი იქნება ის, თუ უბრალოდ სოციალურად აქტიური ადამიანი, მათი შინაგანი აღქმიდან, თუ მდგომარეობიდან გაკეთებული კომენტარებიდან ნათლად გვაჩვენებს, თუ რა უნდა მას - სურს დაინახოს ბეწვი ივანიშვილის თვალში, როცა საკუთარში მოზრდილი შეშის ნაპობსაც ვერ ამჩნებს, თუ სურს ნახოს ის რეალობა, რის წინაშეც ვდგავართ და გვინდა ნორმალური გამოსავლის მოძებნა.
„ყველასთან შეგვიძლია ჩვენ ვილაპარაკოთ. საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, პასუხი გვაქვს გასაცემი, რაც ვთქვით და ვერ შევასრულეთ. ამისთვის არსებობს არჩევნები და არჩევნების პროცესი დაწყებულია უკვე. ამათ შეუძლიათ, ასწიონ ეს თემა, შეახსენონ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, მართალია ცალმხრივი, დავპირდით, ვერ შევასრულეთ, თუ არ შევასრულეთ – როგორი ინტერპრეტაციითაც უნდათ, ისე მიაწოდონ და ამომრჩეველს შეუძლია, ჩვენ დაგვსაჯოს, მაგრამ ესენი ვინ არიან, ქუჩაში რომ დგანან დღეს და ამას ითხოვენ. ამ ხალხს შუბლის ძარღვი რომ გაწყვეტილი აქვთ, დიდი ხანია, გასაგებია, მაგრამ ამ ხალხს ელემენტარული ლოგიკა აქვს დაკარგული. რა უფლებით ითხოვენ ესენი ჩვენგან რაღაცის შესრულებას და მით უმეტეს, ამ სისტემაზე გადასვლას. ნახეთ, კონსტიტუცია როგორი მივიღეთ 2017 წელს. თქვენთან იჯდა ერთ-ერთი კონსტიტუციის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც შეახსენეთ თქვენ, მახსოვს, თვითონ გაიგებს გამგები, აღარ მინდა ამაზე ბევრი დრო დავხარჯო“.
ეს არის ერთი მონაკვეთი ივანიშვილის ინტერვიუდან და ე.წ. კრიტიკა, იმ ხალხის მიერ, რომლებმაც კარგად იციან არჩევნებზე თავიანთი შესაძლებლობები, სრულ მარაზმში გადასულ ისტერიკას ემგვანება.
კიდევ კარგი, რომ დღეს არის შესაძლებლობა ყველამ ნახოს, მოისმინოს და რეალური დასკვნები გააკეთოს. დასკვნები გააკეთოს არა მხოლოდ ინტერვიუს შესახებ, არამედ შეაფასოს სამოქალაქო საზოგადოებაზე წურბელებივით მიმსხდარი ე.წ. არასამთავრობოები და ქართულ პოლიტიკურ ველზე, ტურებივით შესეული ურეიტინგო "პარტიები", რომლებიც აღარაფრის შემძლე შერ-ხანს ამოფარებიან და წიწკვინებენ - а мы пойдем в Киев.
ეგაა და ეგ. წინასაარჩევნო პროცესი უკვე დაწყებულია და უკვე კარგად ჩანს, ვინ რისი შემძლეა და ვინ როგორ იფიქრებს საქართველოზე