გიორგი გახარია: კახა კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან

გიორგი გახარია: კახა კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, თბილისის მერია ეფექტურად მუშაობს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან.

„დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს მერია. მთავარია, თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და მეტად პოპულარული ხდება ეს ქალაქი. დარმწუნებული ვარ, კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია დედაქალაქის წინაშე. მას წარმატებებს ვუსურვებ და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ასეთი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დამადასტურებელი ფაქტი იყო“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ორწლიანი ანგარიში წარადგინა.