გრიგორი კარასინი: მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან

გრიგორი კარასინი: მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი ამოცანაა, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ შევიდა.

„ამჯერად ერთმანეთს პრაღაში შევხვდით კარგი სამუშაო განწყობით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის შევიდა ამა წლის ივნის-ივლისში რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებებისა და დემონსტრაციების შემდეგ. ამ ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ დაძაბულია. მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და შევძლებთ მდგომარეობის ჩიხიდან გამოყვანას. ამისთვის ყველა რესურსი არსებობს. მე ვგულისხმობ არა ვიზიტს, არამედ იმ ალიაქოთს, რაც მოჰყვა ამ ვიზიტს. ზოგიერთი ტელეწამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს და საერთოდ, იმ ატმოსფეროს, რომელიც შეიქმნა განცხადებების შემდეგ, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რუს ტურისტებს და საერთოდ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რა მოხდა ამ ამბის შემდეგ, შეწყდა ავიამიმოსვლა. ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ. ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზეც, ტრანსპორტზე, ჰუმანიტარულ კონტაქტებზე, იმ ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც გავლენას ახდენ საერთაშორისო ურთიერთობაზე", - განაცხადა კარასინმა.

არაგველი641 საქართველო - რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობა როცა იქნება კი გამოვა ჩიხიდან, მაგრამ "დედამო . . .ლ" ოს სეპარატისტებს რა ეშველება მერე ძაან მაინტერესებს!
5 წლის უკან