პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, “ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს “2020NEWS“-თან აფასებს.
ძაბირაძის განცხადებით, აქტიური ამომრჩევლის ერთი მესამედი “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, დაახლოებით ამდენივე “ნაციონალურ მოძრაობას“.
“მთავარია კითხვები როგორ იყო დასმული. შედეგი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 44% მხარს უჭერს “ნაციონალურ მოძრაობას“. აქტიური ამომრჩევლის ერთი მესამედი “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, დაახლოებით ამდენივე “ნაციონალურ მოძრაობას“ და დაახლოებით ერთი მესამედი დანარჩენ ოპოზიციას. ესაა სულ დღევანდელი რეალობა, ამას არც გამოკითხვა უნდა და არც სხვა რამე. აღსანიშნავია, რომ “ოცნების“ რეიტინგი კი ეცემა, მაგრამ არც ისე ქვემოთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობის“ ქვევით იყოს. ეს ასე არასდროს მოხდება. თუ საუბარია ჯამურ ოპოზიციაზე, გაერთიანებული ოპოზიციის თავისთავად პროცენტი მეტი იქნება“, - განუცხადა ძაბირაძემ „2020NEWS“-ს.
შეგახსენებთ, ახალი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა ამერიკულმა კომპანია "ედისონ რისერჩმა", რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გავიდა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საერთო შედეგის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 26%, ხოლო ოპოზიციას ჯამში ამომრჩეველთა 44% უჭერს მხარს. „ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა.