ბორშჩი განსხვავებულად - ხასხასა წითელი კრემ-სუფი

ბორშჩი განსხვავებულად - ხასხასა წითელი კრემ-სუფი

ინგრედიენტები

არაჟანი - 150 გ

ლიმონის წვენი ან ძმარი - ან წითელი ღვინო 2 ს/კ

საქონლის ბულიონი ან წყალი - 1,5 ლ

ტომატპასტა - 1 ს/კ

ჭარხალი - 3 ცალი

ნიახური - 1 ღერი

კარტოფილი - 1 ცალი მოზრდილი

სტაფილო - 1 ცალი

პრასი - 1 ღერი

ხახვი - 1 თავი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ნიახური და სტაფილო დაჭერით კუბებად. ხახვი - წრეებად. ბოლოკი და კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.

ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი, ნიახური, სტაფილო, დაახლოებით 20 წთ-ს განმავლობაში.

მოურიეთ, დაუმატეთ ბოლოკი, კარტოფილი და ტომატპასტა. გააჩერეთ 5 წთ. დაასხით ბულიონი (ან ადუღებული წყალი), დაუმატეთ ძმარი და გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ ნელ ცეცხზლე 45 წთ. ვიდრე ბოლოკი არ დარბილდება. შემდეგ გააგრილეთ.

დააბლენდერეთ ბორშჩი და ისევ ქვაბში გადაიღეთ. გააცხელეთ. სუფრასთნ მიტანის წინ მოასხით არაჟანი.