ეს ინტერვიუ მთლიანად გვიჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი „ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის სახელმწიფოს და ქართული სახწელმწიფოს სწრაფი განვითარება".
„ძალიან კარგია რომ ეს ინტერვიუ შედგა. ამ ინტერვიუმ მნიშვნელოვანი აქცენტები დასცა იქ სადაც ამ აქცენტების გაკეთება იყო. და მისი მხრიდან რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა და ჭრა აქვს, ვიდრე იგივე თემები გაჟღერებული ჩვენი გუნდის წევრების მხრიდასნ ინტერვიუმდე.
ეს ინტერვიუ მთლიანად გვიჩვენებდა იმას რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, რომ იმყოფებოდეს იქ სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის სახელმწიფოს და ქართული სახწელმწიფოს სწრაფი განვითარება",- განაცხადა თეა წულუკიანმა.