ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიხედა სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიხედა სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო ჩამოყალიბებული, მათ ჩაიხედეს სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი. სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, გუშინ საღამოდან და დღეს დილიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ“, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.

 

სოციალისტი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ კი იყო ძალიან მაგარი! მაგრამ თქვენი დებატები უსუფაშვილთან იყო უსაშველოდ სუსტი, სამწუხაროდ! ეს ისე, მამა-შვილურად!
5 წლის უკან