ვახტანგ გომელაური : “90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ…”

ვახტანგ გომელაური : “90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ…”

უნდა მიხვდეს ოპოზიცია, რომ უნდა დაამთავროს თემა და შევიდნენ კაბინეტებში, მოხდეს შეთანხმება ამა თუ იმ კანონის, რა ჯდება კონსტიტუციაში, გერმანული მოდელი იქნება ეს, იაპონური თუ ფრანგული, კაბინეტში უნდა დასხდნენ და არა ქუჩაში“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია ქუჩაში დგომით შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გადავიდეს კედელს მიღმა, კაბინეტებში, პარლამენტში და არა ქუჩაში ცეცხლის დანთებით და ხის ნაჭრების სროლით პოლიციელებისადმი. ეს თუ არ შეიცვლება და თუ იდგებიან გარეთ, ვერასდროს ვერ დაილაპარაკებენ. ყველასთვის უხერხულია ეს სიტუაცია. ვის უხარია აქ დგომა და მოქალაქეებისგან მიღებული ძალადობა?“,– განაცხადა გომელაურმა.

მან ასევე ისაუბრა სამართალდამცავების მობილიზების შესახებ პარლამენტთან და აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ გზა იმიტომ არის გადაკეტილი, რომ არ განმეორდეს პიკეტირება.

„გადაკეტილი იმიტომ არის, რომ არ მოხდეს ისევ ცეცხლის დანთება, პიკეტირებები. შეშას არ შემოვატანინებთ, არ არის ეს ნორმალური და 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ.

რაც შეეხება გენერატორებს, ვუთხარით, რომ შემოიტანონ. რომ იძახდნენ სპეციალურად გვყინავენო, ვუთხარით შემოიტანეთ და პირიქით, მოგეხმარებით-თქო, თუმცა, რომ ნახეს, ეს არ დავუშალეთ, პირიქით, „ბოჩკები“ და შეშა უნდოდათ იმიტომ, რომ ვუშლიდით“,- აღნიშნა გომელაურმა.

 

სოციალისტი 1 მისხალი არ დაუთმოთ მაგ სისხლმოწყურებულ პოლიტიკურ წურბელებს! დაგვიძახეთ (დაძახება ომიტომ გვჭირდება, რომ თვითნებური მოქმედებებით ისევ ამ ყიზილბაში ოპოზიციის წისქვილზე არ დავასხათ წყალი), მოვალთ და გადავხვეტავთ მაგათ და მაგათ პარტიებს სანაგვეზე!
5 წლის უკან