ირაკლი ღარიბაშვილი:  ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, მომდინარეობს ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან

ირაკლი ღარიბაშვილი:  ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სტაბილურ განვითარებას წინ უდგას, მომდინარეობს ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან

 

გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევებისა, დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რომელიც გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა გამოვეხმაურო პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს. ჩემი შეფასება არის, რომ ბატონმა ბიძინამ ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან.

მინდა ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა - დღეს ჩვენს ქვეყანას გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას, ეს საფრთხე მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი. დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

სოციალისტი ბატონო ირაკლი, წაბრძანდი ამერიკაში და როგორმე მიიტანე ტრამპამდე ქართველი ხალხის სიტყვა მოგვაშოროს კლინტონ-ობმა-სოროსის მოქსეული ასო-ები! მოუყევი როგორ ანგრევნ საქართველოში აშშ-ს, ევროპის და საერთოდ დემოკრატიის ავტორიტეტს და ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოებრიობას! წაბრძანდით და უთხარით, თუნდაც ამისათვის თეთრი სახლის კიბეებთან საშიმშილოდ დაჯდომა დაგჭირდეთ! თავდაცვის მინისტრი ხომ ბრძანდებით?! ჰოდა აი მტერი შემოგვესია და დაგვიცავით!
5 წლის უკან